www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: izrune.ge
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

საგანმანათლებლო პორტალი "izrune.ge" ეძებს გუნდის ახალ წევრებს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული + ბონუსი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესის მართვა (გამავალი ზარების განხორციელება, ზოგადსაგანმანათლებლო, ტესტების და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/უკუკავშირი/შემოსული ზარების პასუხი)
** შემუშავებული გეგმის, მიდგომების და სტრუქტურის მიხედვით მოქმედება
** საქმიანობის რეპორტებისა და ანალიზის მომზადება
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გამართული წერის და მეტყველების უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამართულად ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დასახული ამოცანების დროულად და ოპერატიულად შესრულების უნარი

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება, არიან მონდომებულები და მოტივირებულები, აკეთონ მოსწავლეებისთვის და ოჯახებისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმე.
აუცილებელია პოზიტიური განწყობის შექმნის უნარ-ჩვევები, დამაჯერებელი და დამარწმუნებელი საუბრის მანერა და ორგანიზებულობა.

პოზიცია გულისხმობს გუნდურად მუშაობას საერთო მიზნებით და დამოუკიდებელი ამოცანებითა და გეგმით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 მაისი 2021 წელი. ადრეულ აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით (სასურველია სამოტივაციო წერილიც) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@izrune.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |