www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო-გაქირავების აგენტი
მომწოდებელი: ევროპქარ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

"ევროპქარ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ავტო-გაქირავების აგენტის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001028
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მომხმარებლებთან კომუნიკაციის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ავტო-გაქირავების სფეროში);
** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი;
** ენები: ქართული - ძალიან კარგი; რუსული - კარგი; ინგლისური - კარგი.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** გაქირავებისა და ჩაბარების სრული ციკლის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ავტომობილების მიწოდების უზრუნველყოფა თბილისისა და რეგიონების მასშტაბით;
** გასაქირავებელ სტოკში არსებული ავტომობილების რეგლამენტირებული სერვისის ორგანიზება;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა;
** ავტომობილების შესაბამის ლოკაციებზე განთავსებისა და ნებართვებთან დაკავშირებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/102

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |