www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ITMC
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

შ.პ.ს."ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანია" (ITMC) არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს - საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო მიმართულებით. ემსახურება საქართველოში წამყვან კომპანიებს. კომპანია განახლებული დამფუძნებლების და მენეჯმენტის სტრუქტურით, ეძებს გამოცდილ, ზრდაზე ორიენტირებულ კადრებს, ახალი სიმაღლეების დასაკავებლად სატრანსპორტო სფეროში. მიმდინარედ ვაცხადებთ ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული შეკითხვებზე დროული რეაგირება და დამუშავება CRM-ში
** სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზება;
** გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
** ტვირთის სტატუსების მუდმივი კონტროლი და ინფორმაციის განახლება CRM-ში
** ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისრულის უზრუნველყოფა ** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი კომპანიაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად;
** ახალი პარტნიორების მოძიება და ხანგრძლივი, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ღიაობა სწავლასა და განვითარებისათვის

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და სამოტივაციო საბონუსე სისტემას, ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით), ელექტრონულ მისამართზე: info@itmc.com.ge | natia.gozalishvili@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |