www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი არქიტექტორი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

შპს "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 5 წელი
** გამოცდილება ინჟინერიაში/არქიტექტურაში: 5 წელი.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
** სფერო: არქიტექტურა.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** არქიტექტურული პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD, და ა.შ.) ცოდნა;
** 3Ds Max-ის და ფოტოშოპის ცოდნა;
** კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა;
** სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
** მუშა ნახაზების შედგენა;
** სივრცეების მოდელირება და 3D ვიზუალიზაცია;
** მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ნახაზებიდან ამოღება/დამუშავება
** მასალებისა და დამხმარე საშუალებების სპეციფიკაციების დამუშავება
** საპრეზენტაციო მასალის მომზადება
** მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** პროექტის სრული დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის არქიტექტურის კონტროლი;
** პროექტის მიმდინარეობისთვის აუცილებელი ნებართვების მიღება-ორგანიზება და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ადაპტირება მშენებლობის პროცესების მიმდინარეობისას; შემთანხმებელ ორგანოებთან ურთიერთობა;
** მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა.
** მასალების მოძიება/შერჩევა, შესყიდვების ჯგუფთან მჭიდრო კავშირი
** მიღებული მასალების ხარისხის კონტროლი
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება აღმასრულებელი დირექტორისათვის
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი/ ვადების კონტროლი/შესასრულებელი სამუშაოს კონტროლი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@gravita.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "მთავარი არქიტექტორი".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გრავიტას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |