www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბორნ სოფქიმია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 20 მაისი

შპს "ბორნ სოფქიმია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სამეურნეო და საოფისე ხარჯების აღრიცხვა;
** ყოველდღიური გაყიდვების პროგრამული ასახვა;
** საბანკო ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და სხვა) შექმნა, აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
** კრედიტორების კონტროლი;
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტერიის სფეროში (სასურველია ვაჭრობაში) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა "SuperFin"-ში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროგრამა "1C"-ში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგი ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00. შაბათი 09:00-15:00)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
მდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქუჩა N44.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2021 წლის 20 მაისამდე შემდეგ მისამართზე: t.safridze@borunagro.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |