www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ბარ-რესტორანი ლილესთან
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

ქუთაისში, ბარ-რესტორანში "ლილესთან" გვესაჭიროება:

1. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა და მათი მომსახურება სტანდარტის დაცვით, მომხმარებელზე თერმოსკრინინგის ჩატარება.
** მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, ანგარიშსწორება და შეკვეთების ოპერატიული მიწოდება.

მოთხოვნები:

** მიმტანად მუშაობის გამოცდილება.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

2. მზარეული

ძირითადი მოვალეობები :

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
** რეცეპტურის დაცვა.
** გეგმიური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** ჰიგიენის მაღალი დონის უზრულველყოფა.
მოთხოვნები:

** ქართულ-ევროპულ სამზარეულოში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

3. დამლაგებელი

ძირითადი მოვალეობები: რესტორნის და გარე სივრცის დასუფთავება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ყურადღებიანი და მობილიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე info.lilestan@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |