www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** მასალების მოძიება, დამუშავება, თარგმნა, პრეზენტაციის აწყობა
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი შესწავლა
** პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციით თანამშრომლების ინფორმირება და დატრეინინგება
** ვიდეო-ტრეინინგების მომზადება და ონლაინ განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** ქართულად გამართულად მეტყველება და წერა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ენერგიული და მოტივირებული;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** ორგანიზებულობა
** კრეატიულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: hr@grandel.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება კომუნიკაციების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |