www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შშმ პირების პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ხელი ხელს
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 27 მაისი

ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელიხელს" 2011 წლიდან ახორციელებს საოჯახო ტიპის საცხოვრებლის მომსახურებას ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანებისთვის. აგრეთვე, ორგანიზაციამ დაიწყო პერსონალური ასისტირების სერვისს შშმ პირებისთვის, მათ შორის როგორც ზრდასრულებისთვის ასევე ბავშვებისთვის, სერვისი ხორციელდება კახეთის რეგიონსა და თბილისში.

"ხელი ხელს" აცხადებს ვაკანსიას, თბილისსა და წნორში (კახეთის რეგიონი), შშმ-პირების (როგორც ინტელექტუალური, ასევე ფსიქიკური დარღვევების მქონე) მხარდამჭერის პოზიციაზე.

მოთხოვნები განათლებისა და გამოცდილების შესახებ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სხვა ადამიანებზე (სასურველია შშმ პირებზე) ზრუნვისა და მხარდაჭერის გამოცდილება;
** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში.

აუცილებელი პიროვნული უნარები და თვისებები:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, სტრესის დაძლევის უნარი;
** სხვების მხარდაჭერაზე ორიენტირება;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** მიზანსწრაფულობა;
** ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაოს აღწერა

პასუხისმგებლობა:

** შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მათი საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა და უფლებების დაცვა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.

ფუნქცია/მოვალეობები:

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაუმჯობესებაში დახმარება
თვითმოვლისა და ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა;
** ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, სხვა, მათ შორის პირადი ჰიგიენის შენარჩუნებაში ასისტირება
** პროფესიული უნარების გამომუშავების და სამსახურებრივი საქმიანობის მხარდაჭერა/ხელშეწყობა;
** სოციალური ინკლუზიაში ხელშეწყობა;
** განათლება-განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
** სერვისის მიწოდების ანგარიშგება.

ორგანიზაცია იზრუნებს:

** თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები);
** პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე;
** სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ის განხილვა
2 ეტაპი - გასაუბრება;
3 ეტაპი - სტაჟირება;
4 ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება.

გთხოვთ CVდა სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200 სიტყვა) გადმოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე handinhandg@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაციის ადმინისტრაცია მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე - 577319974.

ხელიხელს
ოფიციალური ვებგვერდი
Facebook-ის ოფიციალური გვერდი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |