www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ტრეიდ პარტნერი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

სადისტრიბუციო კომპანია "ტრეიდ პარტნერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
შრომითი ანაზღაურება: 1200 ლარი

ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქციის სწორი პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება
** სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** ქსელში არსებული დებიტორული დავალიანებების კონტროლი
** ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
** კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
** ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გაყიდვების წარმომადგენლის ან მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ქიმიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

აუცილებელი მოთხოვნა:

** მართვის მოწმობა-B კატეგორია
** პროფესიული უნარები
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხიმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დავალებების სწორად გადანაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას.

დაინტერესებულმა პირებმა (სასურველია ქალბატონები) გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე tradepartner21@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების წარმომადგენელი) წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია "ტრეიდ პარტნერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |