www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების გუნდში
მომწოდებელი: ლაივშოპ.გე
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

"ლაივშოპი" არის პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული კომპანია, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს.
ჩვენი პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებელს პირდაპირი დემონსტრაცია გაუწიოს საკუთარ პროდუქტს, ჰქონდეს კომუნიკაცია მომხმარებელთან და რეალურ დროში მიიღოს დამატებითი სარგებელი. "ლაივშოპის" გუნდი ქმნის სწრაფ და მოსახერხებელ სივრცეს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თავიანთი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა მარტივად და სწრაფად, დანაკარგის გარეშე, Live რეჟიმში სურთ.

კომპანია გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას, დასაქმების პერსპექტივით, ჩვენი გაყიდვების გუნდში. თქვენ აქტიურად იქნებით ჩართული გაყიდვების პროცესში და მიიღებთ სამომავლო კარიერისთვის საჭირო ცოდნას, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს.

მდებარეობა: თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული გრაფიკი)
სტაჟირება ანაზღაურებადია: ხელზე ასაღები თვეში 200 ლარი

სამუშაოს მოკლე აღწერა: გაყიდვების გუნდის მოვალეობას წარმოადგენს ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და მათთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზება.

მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირება და მოზიდვა;
** მომხმარებლის საჭიროებების გამორკვევა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** მონაწილეობის მიღება ყველა საჭირო პროცედურის მონიტორინგში, რათა მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** რეპორტების მომზადება როგორც მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე დაგეგმილ აქტივობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

დამატებითი საკვალიფიკაციო უნარები: გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობს უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სამომავლო დასაქმების პერსპექტივას ჩვენს გუნდში;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თვითგანვითარების ხელშეწყობას;
** გაყიდვების უნარების დახვეწასა და განვითარებას;
** CRM პროგრამაში მუშაობისა და სატელეფონო გაყიდვების პრაქტიკას;
** სტაჟირების ბოლოს გაიცემა ცნობა/სერტიფიკატი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 15 ივნისი

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გაინტერესებთ გაყიდვების სფერო, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@liveshop.ge სათაურის ველში აუცილებელია პოზიციის დასახელების მითითება.

"ლაივშოპის" გუნდი გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |