www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარმენი, კონსულტანტი
მომწოდებელი: კრომბახერი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ლუდის მაღაზიათა ქსელი "Krombacher" მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო ლუდებს მთელ ევროპაში.

ცენტრალური ლუდსახარშებიდან ჩვენთან წარმოდგენილია გერმანული, ჩეხური, ბელგიური, დანიური, ირლანდიური და ინგლისური ლუდების ფართო არჩევანი, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ბოთლის და ქილის.

ლუდის მაღაზიათა ქსელი "Krombacher"-ი აცხადებს ვაკანსიას ბარმენის (ლუდის ჩამომსხმელი) და კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, დიდუბის რაიონი.
ანაზღაურება: ბარმენი - 500₾ ხელზე ასაღები (დღეში 35 ლარი; კონსულტანტი - 500₾ ხელზე ასაღები (დღეში 35 ლარი).
სამუშაო გრაფიკი და საათები: სრული განაკვეთი; დილის 09:30-დან საღამოს 23:00-მდე (მიმდინარე შეზღუდვების გამო მაღაზია მუშაობს 09:30-20:00) თვეში 15 დღე. (2 დღიანი მუშაობის მერე 2 დღე დასვენება)

ძირითადი მოვალეობები (ბარმენი):

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლის განწყობაზე ზრუნვა;
** ვადების კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები (კონსულტანტი):

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლის განწყობაზე ზრუნვა;
** ვადების კონტროლი;
** თაროების შევსება-მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, ენერგიული;
** პუნქტუალური, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: brauhaustbilisi@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |