www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: კაია
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"კაია" წარმოადგენს მრავალპროფილური ფურცლოვანი თუნუქის დამმუშავებელ საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს სამშენებლო პროდუქციას. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.kaya.ge

პოზიციის დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მდებარეობა: თბილისი (აეროპორტის მიმდებარედ).
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი.
სახელფასო განაკვეთი: 1000 ლარი
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად.
შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

სამუშაოს მოკლე აღწერა: ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა და მათთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზება.

მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** მომხმარებელთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება;
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** სამშენებლო-სარემონტო მასალების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება მათემატიკურ ლოგიკაში;
** გასაუბრება;
** გამოსაცდელი ვადა.

რას გთავაზობთ:

** ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** კორპორატიული ავტომობილით ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე;
** სხვა წამახალისებელი ბენეფიტები სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 25 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@kaya.ge. სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება .

"კაია - KAYA" გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"კაია - KAYA" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |