www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: კაია
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

კაია წარმოადგენს მრავალპროფილური ფურცლოვანი თუნუქის დამმუშავებელ საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს სამშენებლო პროდუქციას.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.kaya.ge

პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მდებარეობა: თბილისის აეროპორტის მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00
სახელფასო რეინჯი: 1300-1800 ლარი
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად

სამუშაოს მოკლე აღწერა:

კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა-განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** კომპანიის ბრენდინგზე ზრუნვა და შესაბამისი აქტივობებით განმტკიცება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება;
** სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** დიზაინერთან კომუნიკაცია და მისი კოორდინაცია;
** სოციალური ქსელების სტრატეგიის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა, განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** კომპანიის საიტის ოპტიმიზაცია და მართვა;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო კონტენტის შექმნა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში (მარკეტინგის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Word-ისა და MS PowerPoint-ის.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდის ლიდერობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია მართვის მოწმობა.

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** თემატური დავალება;
** გასაუბრება.

რას გთავაზობთ:

** ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე და უკან;
** კვება.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 27 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კაია - KAYA გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კაია - KAYA უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |