www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხიდურა ამწის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ხიდურა ამწის ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი
განაკვეთი: სრული.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ხიდურა და ჯოჯგინა ამწის მართვის გამოცდილება;
** ამწის სამუშაო რეჟიმის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** უპირატესობა მიენიჭება ხიდურა და ჯოჯგინა ამწის მართვის სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 30 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ხიდურა ამწის ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |