www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ობიექტის მენეჯერი, გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ოტო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

კომპანია "ოტო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ობიექტის მენეჯერი საავტომობილო სფეროში (ძრავის ზეთები, ავტონაწილები, ფილტრები, ხუნდები, აკუმულატორები, ავტოკოსმეტიკა და ასე შემდეგ).

განაკვეთი: სრული 9:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი 25 (ვარკეთილის ხიდებთან)
ხელფასი: შეთანხმებით

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე - მინიმუმ 2 წელი;
** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 30-დან 35 წლამდე;
** უმაღლესი განათლება;
** რუსული ენა თავისუფალი.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რთული გადაწყვეტილებების მყისიერად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დისციპლინა.

კომპანიის ვალდებულება: ხელფასი + კორპორაციული ტელეფონი + მივლინების ხარჯების ანაზღაურება + ბონუსი

2. გაყიდვების კონსულტანტი ავტონაწილების მაღაზიაში.

განაკვეთი: სრული 9:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი 25
ხელფასი: ფიქსირებული 400 ლარი + % გაყიდვებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 25-დან 35 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** გაწონასწორებული;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე - მინიმუმ 1 წელი;

კომპანიის ვალდებულება: ხელფასი + კორპორაციული ტელეფონი + მივლინების ხარჯების ანაზღაურება + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino@otogeorgia.ge ტელ.: 555 11 22 44



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |