www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის ოპტიმიზაციის ინჟინერი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ქსელის ოპტიმიზაციის ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაზო სადგურების ხარისხის ინდიკატორების გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** ხარისხთან დაკავშირებული აბონენტების საჩივრების გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** მობილურ ქსელში არსებული პრობლემების აღმოჩენა და შემდგომ აღმოფხვრა
** საჭიროების შემთხვევაში 2G/3G/4G პარამეტრების მოდიფიცირება.
** აბონენტებთან კომუნიკაცია

თუ შენ:

** გაქვს ტექნიკური განათლება, სასურველია ბაკალავრის ხარისხი კავშირგაბმულობის მიმართულებით
** სასურველია, გქონდეს სამუშაო გამოცდილება ქსელის დაგეგმარებისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით
** გაქვს მობილური ქსელის საბაზისო ცოდნა
** გაქვს გამოცდილება მობილური ქსელის Сall Flow ანალიზში
** საბაზისო დონეზე იცი რადიო სიხშირის გავრცელების პრინციპები
** გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები

და გსურს მოხვდე დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში,
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2021 წლის 1 ივლისის ჩათვლით.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |