www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მობილური ტელეფონების შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას მობილური ტელეფონების შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი;
** მომწოდებლების ნაშთების რეგულარული კონტროლი და სასურველი პროდუქციის შერჩევა;
** გაყიდული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი;
** შესყიდული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის ფილიალებისთვის;
** შესყიდული და გაყიდული პროდუქციის მუდმივი ანალიზი და კონტროლი;
** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
** შესასყიდი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა.
** მუდმივად ახალი მომწოდებლების ძიება, როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ბაზარზე.
** ფასების მუდმივი მონიტორინგი კონკურენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** მათემატიკური აზროვნების უნარი.
** მობილური ტელეფონის ბაზრის ცოდნა
** შესყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |