www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის ინჟინერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

შპს "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ინჟინერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 5 წელი

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
** სფერო: სამოქალაქო სამრეწველო განათლება

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** სამშენებლო პროექტის წაკითხვის/გარჩევის გამოცდილება და უნარები

სამუშაოს აღწერა:

** კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების სისტემატიური კონტროლი და ზედამხედველობა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად ანგარიშის მომზადება;
** დაგეგმილი და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შედარებითი ანგარიშების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შეფასება;
** სამშენებლო სამუშაოების დადგენილ ვადებში და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა;
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა; დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული კომუნიკაცია.
** სამშენებლო პროექტისთვის საჭირო მასალების შესყიდვის შეკვეთის გაკეთება შესაბამის განყოფილებასთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@gravita.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "პროექტის ინჟინერი".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გრავიტას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |