www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დღის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო KMM
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1

მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტულია)
** აუცილებელია ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქ. № 10
ანაზღაურება: 700 ₾ ფიქსირებული + საბონუსე დანამატი

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო საათები - დილის 09:00 საათიდან - საღამოს 18:00 საათამდე
სამუშაო დღეები - კვირაში 6 სამუშაო და 1 უქმე დღე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დღის ცვლის ადმინისტრატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |