www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

Unix-ის ახალი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა "Episode Hotels"-ზე, რომელიც დაფუძვნებულია სასტუმრო ინდუსტრიაში მაღალტექნოლოგიური კონცეპციების დანერგვასა და პროცესების ავტომატიზაციაზე. სასტუმრო აღჭურვილი იქნება self-check-in და check-out აპარატებით, მობილურ აპლიკაციაში ინტეგრირებული ნომრის გასაღებებით, რობოტებით, უახლესი ტიპის PMS-ით და სხვა.

Episode Hotels-ის პირველი ფილიალი გაიხსნება ჟვანიას მოედანზე, მომავალში კი ბრენდი ევროპის ფარგლებშიც გაფართოვდება.

პოზიციის დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** დასუფთავების დეპარტამენტის მართვა და დასუფთავების თანამშრომლებისთვის ეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავება
** სამუშაო გაიდლაინების და სტანდარტების გაწერა და კადრების დატრენინგების უზრუნვერლყოფა
** ყოველკვირეული განრიგების გაწერა
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და საჭიროებისამებრ დასუფთავებაში მონაწილება
** ხარისხის კრიტერიუმების შემუშავება და ამ კრიტერიუმების მიხედვით თანამშრომლების პერფორმსანსის შესახებ ყოველთვიური რეპორტების წარმოება
** HR-პროცესებში მონაწილეობა
** მარაგების კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: project@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |