www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (ჰოსპიტალი, სასტუმრო);
** სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურის და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ამბულატორიული პაციენტების რეგისტრაცია;
** სტაციონარული პაციენტების რეგისტრაცია;
** ანალიზის პასუხების გაცემა;
** პაციენტის ექიმთან წინასწარი ჩაწერა;
** ამბულატორიული და სტაციონარული ისტორიის წარმოება (გახსნა);
** პაციენტთან ფინანსური ანგარიშსწორება;
** დღის ბოლოს ფინანსური რეპორტინგი;
** ხელმძღვანელის მითითების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 1 საათი); შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე. ყოველ მე-6 დღეს ღამის მორიგეობა (16 საათიანი) და მორიგეობის შემდეგ დღეს დასვენება.
ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: recruitment@tim.ge. subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაითვალისწინეთ: შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში" გაგზავნილი თქვენი CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით. შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით და შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.

მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 16
ტელ: 2 90 00 01

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2021 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |