www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! IT მიმართულებაში, საკრედიტო სისტემების განვითარების განყოფილებაში ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს პროექტების მენეჯერის (PM) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია პროექტების მართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში)
** პროექტების მართვის (სასურველია IT პროექტების) პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Jira-ში და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროექტ მენეჯერული მეთოდოლოგიების ცოდნა (PERT, LEAN, Waterfall, Agile, Scrum, Hybrid, CPM, PRINCE2);

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** პროექტების მსვლელობის კონტროლი;
** სხვა ბიზნეს-დაკავშირებულ განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაციის მართვა;
** ვენდორებთან ურთიერთობა;
** დასმული ამოცანის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი;
** ბიზნეს დავალების მომზადება როგორც IT-სთვის, ასევე სხვა ბიზნეს-დაკავშირებული სტრუქტურული დანაყოფისთვის;
** ბაზარზე ტექნოლოგიური პრაქტიკის და სიახლეების მუდმივი კვლევა და ანალიზი;
** რეკომენდაციების გაწევა ტექნოლოგიური ოპტიმიზაციისა და სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებით;
** ყოველდღიური დაფიქსირებული ინციდენტების მართვა და მათი დროულად აღმოფხვრის ინიცირება შესაბამის პროგრამისტ(ებ)თან და კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის საფუძველზე პროექტის ინიცირება.

პროფესიული და პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** საქმისადმი კრეატიული და მოტივირებული მიდგომა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2021 წლის 23 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |