www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

2009 წლიდან, კომპანია "ნუტრიმაქსი" წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვები.

კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
** საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ნიმუშების მიღება-აღრიცხვა და რეპორტების წარდგენა;
** ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;

მოთხოვნები:

** აუცილებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი განათლება (კვების ტექნოლოგიის/ქიმიის/ბიოლოგიის მიმართულება);
** ინგლისური ენა (B2 დონე); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი დეტალები:

მის: ლ. ღოღობერიძის ქ. 67 ბ;
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა - მცოცავი (დღის და ღამის სამუშაო ცვლები);

კონკურსის ეტაპები: CV-ების მიღება-შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლაბორანტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |