www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა 28
სამუშაო განაკვეთი: სრული, დასვენება კვირა დღე
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** აღრიცხვის პროგრამა FINA-ში ოპერაციების წარმოება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად კონცენტრირების უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:

1. საქონლისა და მომსახურების ძირითადი ოპერაციების წარმოება:

** საქონლის საცალო და იურიდიულ პირებზე რეალიზაცია
** საქონლის დაბრუნება მომწოდებელთან და მყიდველისგან
** საქონლის გადატანა საწყობებს შორის
** მომწოდებლების დამატება
** ნომენკლატურის დამატება თავისი უნიკალური კოდებით

2. საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია: სასაქონლო ზედნადებების გამოწერა/ჩამოტვირთვა, ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და ატვირთვა, კონტრაგენტების დამატება, ინვოისის მომზადება.
3. კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორების კონტროლი და სალაროს ცვლის დახურვა:

** თანხის დაფიქსირება სალაროში
** Z-ანგარიშის შემოწმება

4. ტერმინალით ჩარიცხული თანხის შემოწმება/კონტროლი
5. მინდობილობებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება საჭიროების მიხედვით
6. საწვავის მოძრაობის კონტროლი
7. ყოველდღიური რეპორტის მომზადება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2021 წლის 31 ივლისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |