www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს, შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი;
** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა-დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი;
** საწყობის მუშაობის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი;
** ჩამოწერის პროცედურის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და კონტროლი;
** მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
** სასურველია 1C-სთან მუშაობის გამოცდილება;
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** ხელფასი: ფიქსირებული;
** დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა, ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |