www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

მულტი არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

ძირითადი მოვალეობები:

** ჯგუფის მასშტაბით ერთიანი, გამჭვირვალე და ეფექტური ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა; პროცესების მაქსიმალური ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის უზრუნველყოფა;
** ჯგუფის მასშტაბით ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის პროცედურების შემუშავებისა და დანერგვის უზრუნველყოფა; მენეჯერული რეპორტებისა და ბიუჯეტის ფორმების შემუშავებისა და მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა;
** ჯგუფის მასშტაბით მიმდინარე ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის ოპერაციების მართვა;
** ჯგუფის მასშტაბით, კომპანიების სტრატეგიასთან შესაბამისი ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადების უზრუნველყოფა; ბიუჯეტირების პროცესში საოპერაციო და ფინანსური რისკების განსაზღვრა, ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში საოპტიმიზაციოდ რეკომენდაციების გაცემა;
** ჯგუფის მასშტაბით, საშუალო და გრძელვადიანი ბიუჯეტების დაგეგმვის უზრუნველყოფა; გრძელვადიანი ბიუჯეტირების პროცესში კომპანიების სტრატეგიისა და ბიუჯეტის შესაბამისობის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** ჯგუფის მასშტაბით, ბიუჯეტის შესრულების ანალიზი; დადგენილი პერიოდულობით, ბიუჯეტის გეგმა-ფაქტის შედარებისა და მიღებული გადახრების ანალიზის უზრუნველყოფა; მიღებული მონაცემების საფუძველზე კომპანიის მენეჯმენტის შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის უზრუნველყოფა;
** ჯგუფის მასშტაბით, მოთხოვნისამებრ, მენეჯერული რეპორტების მომზადებისა და ანალიტიკურად დამუშავების უზრუნველყოფა: მენეჯერული რეპორტებიდან გამომდინარე მაღალი რგოლის მენეჯმენტის ინფორმირება კომპანიების შემოსავლების, ხარჯების ტრენდების ცვლილებასთან დაკავშირებით;
** მენეჯერული რეპორტებისა და რეკომენდაციების მენეჯმენტთან წარდგენა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობა;
** ჯგუფში შემავალი ძირითადი კომპანიების მენეჯმენტის შეფასების KPI-ების მომზადებასა და დანერგვაში აქტიური მონაწილეობა;
** კომპანიების მენეჯმენტის შეფასების KPI-ების შესრულების მონიტორინგი და მაღალი რგოლის მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეპორტების მომზადება, დასახული KPI-ების შესრულებასთან დაკავშირებით;
** ფულადი სახსრების ცენტრალიზებული მართვის სისტემის დანერგვა და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კორპორატიული ფინანსებისა და ხაზინის ცენტრალიზებული მართვა; ჯგუფის შიდა ფინანსური მდგომარეობის ანალიზი; ჯგუფის მასშტაბით, არსებული ფულადი რესურსების სტრატეგიული დაგეგმვა და ეფექტური მენეჯმენტი;
** ჯგუფის მასშტაბით კომპანიების ყოველდღიური ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი, ბანკების, ვალუტებისა და სხვა მაჩვენებელების მიხედვით; მიმდინარე ნაშთების კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში ჯგუფის შიდა ფინანსების დროული მობილიზების უზრუნველყოფა;
** ფულადი სახსრების შიდა ორგანიზაციული მოძრაობის დროს ტრანზაქციის მაქსიმალურად მომგებიანი ფორმის შერჩევის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, ბანკებთან ან/და სხვა პარტიორებთან სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება;
** ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის ვალუტის კონვერტაციის ცენტრალიზება; კომპანიების სავალუტო მოთხოვნების ცენტრალური მონიტორინგისა და ბანკთან მაქსიმალურად მომგებიანი მოლაპარაკების მიღწევის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ინსტიტუტებიდან საჭირო სახსრებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფა;
** ჯგუფში შემავალი კომპანიების, სამიზნე კომპანიების, ახალი ბიზნეს ინიციტივებისა და განვითარების პროექტების ფინანსური ანალიზის, მოდელირებისა და შეფასების უზრუნველყოფა;
** ჯგუფის ძირითადი ბიზნეს მიმართულებების სექტორული ანალიზი;
** რეგულაციებისა და საკანონმდებლო ცვლილების ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი და მისი ეფექტის ანალიზი ჯგუფის ბიზნეს ერთეულებზე;
** კომპეტენციის ფარგლებში, ჯგუფის მასშტაბით, სტრატეგიული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს დელეგირება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი; მათ მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; სტრუქტურული ცვლილებების ინიცირება და რესურსების ოპტიმიზაცია.
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ მენეჯმენტში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა, უნარები და სხვა შესაძლებლობები:

** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები.
** სასურველია მეწარმეთა შესახებ კანონის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

კომპიუტერული პროგრამები:

** MS Office;
** 1C (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ლიდერობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მენეჯმენტი;
** რისკების მენეჯმენტი;
** დროის მენეჯმენტი;
** დელეგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი;

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის #49.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 11:00-15:00.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xaceb005056a2625311ebe3b3c21923f1

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |