www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის 28
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი

პოზიციის მიზანი: გაყიდვების სტიმულირება როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების მასშტაბით.

საქმიანობის სფერო: საცალო და საბითუმო ვაჭრობა ავტოდეტალების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება(ტექნიკური მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია საავტომობილო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია (საქმიანობა მოიცავს კომპანიის კუთვნილი ავტომობილით სამუშაო პერიოდში ობიექტებზე სიარულს)

საჭირო უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად კონცენტრირების უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

ფუნქცია-მოვალეობები

** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა
** პროდუქციის შესახებ პრეზენტაციის მომზადება და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება
** ბაზრის კვლევა და შესაბამისი მიზნობრივი სეგმენტისთვის საინტერესო და საჭირო შეთავაზების მომზადება
** გაყიდვების სტიმულირება
** ყოველი კვირისა და თვის ბოლოს რეპორტების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის

კონკურსის ეტაპები

1. კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა და სიის მომზადება
2. გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან
3. გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2021 წლის 31 ივლისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |