www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის ახალი სტრუქტურული ერთეულისთვის ვეძებთ ახალგაზრდა სპეციალისტებს საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე (მისაღებია სხვა უცხო ენებიც)
** MS Office პროგრამების ცოდნა
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა

ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში (3 თვე) 500 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობას

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა
** გუნდის ხელმძღვანელთან ერთად ყოველკვირეული სამუშაო გეგმის შედგენა
** გეგმის შესაბამისად საერთაშორისო ბაზრის კვლევა
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათ კომერციულ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
** შეკვეთის მიღება/გაფორმება
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველდღიური რეპორტების მომზადება მიმდინარე და მოსალოდნელი გაყიდვების შესახებ

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2021 წლის 31 ივლისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |