www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Scoot Scoot
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

სალუტ,

ჩვენ ვართ "სკუტ სკუტ"! ჩვენი მიზანი საქართველოში სკუტერების პოპულარიზაცია და საყვარელ ტრანსპორტად ჩამოყალიბებაა. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ახალი და მეორადი სკუტერების გაყიდვა და მათი ტექნიკური მომსახურება. კომპანია არის ძალიან დინამიკური და სწრაფად მზარდი.

ამ ეტაპზე ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს რომელიც ჩართული იქნება "სკუტ სკუტის" გაყიდვების პროცესის მთლიან მენეჯმენტში, დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მენეჯმენტი;
** ონლაინ არხებში გაყიდვების წარმოება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** ფეისბუქის, ინსტაგრამის და კომპანიის ტელეფონით კლიენტებთან ურთიერთობა;
** "სკუტ სკუტის" ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა.

ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო
** სატელეფონო სერვისების პაკეტი
** სკუტერი დროებით საკუთრებაში.

პირობები:

** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** ხელფასი შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: tatu@scootscoot.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |