www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის წარმომადგენლობის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების რემონტი. საჭიროებისამებრ ინკასაციის დახმარება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ქსელის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
** უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულება;
** ტექნიკური პრობლემების ყოველდღიური აღრიცხვა და ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კეისების დაშლა და აწყობა დეტალურად.
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები:

** დაბალლიტრაჟიანი ავტომობილის ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |