www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: A Logistics Company
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

"A Logistics Company" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის განხორციელება;
** ყოველთვიური საიჯარო ინვოისების გაგზავნა;
** კომპანიის კანცელარიის მართვა;
** კომპანიის დოკუმენტაციის არქივის მართვა;
** საოფისე და სხვა (ავეჯი, საკანცელარიო საქონელი, ჰიგიენა, ყავა-ჩაი და ა.შ) ინვენტარის შერჩევა და შესყიდვების მართვა;
** ბუღალტრულ კომპანიასთან ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის კუთვნილი რესურსის/მარაგების აღწერა-კონტროლი;
** შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება და სტუმრებისთვის ყავა-ჩაის შეთავაზება;
** კომპანიაში არსებული შენობა-ნაგებობების სისუფთავის უზრუნველყოფა - დასუფთავების პერსონალის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა;

სასურველი:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით 700-1000 ლარამდე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: info@ware-house.ge და სათაურში მიუთითეთ "ოფის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |