www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაბმშენი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"ჰაბმშენი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ბათუმში, ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 3 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.hubmsheni.com

გაყიდვების მენეჯერის სამუშაო აღწერილობა:

** სოც. მედიის მენეჯერისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაინტერესებულ მომხმარებლებთან დაკავშირება და მათთვის კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება
** სოც. მედიის გვერდებზე და სხვა არხებზე პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია
** პოტენციურ კლიენტებისთან მოლაპარაკებების პროცესის მართვა
** კლიენტების მოზიდვა და ჰაბმშენის პროდუქციის პოპულარიზაცია
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტის დათვალიერება
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** რეპორტინგი და კლიენტთა ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
** მიწის მფლობელების მოძიება, მათთან მოლაპარაკება და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება
** გაყიდვების პროცესში საჭირო შიდა და გარე მოხმარების დოკუმენტაციის წარმოება
** კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა
** ბაზრისა და სამომხმარებლო სეგმენტის კვლევა, გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების კუთხით იდეების გენერირება და მათ განხორციელებაზე ზრუნვა
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება.

განათლება:

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

გამოცდილება:

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** ეფექტური გაყიდვების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პროაქტიულობა და ინიციატივების გამოჩენის უნარი
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** Microsoft Office პროგრამები

ენები: ინგლისური ან/და რუსულის ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ყავდეს საკუთარი მსუბუქი მანქანა და მართვის B კატეგორიის მოწმობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი), 9:00-14:00 (შაბათი)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: Info@hubmsheni.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |