www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"ევროპროდუქტი" ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 29 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.

ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს.

"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბაკურიანში.

ანაზღაურება: პირველი სამი თვის განმავლობაში 650 ლარი, სამი თვის შემდგომ 700 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ობიექტზე გეგმიური/არაგეგმიური ინვენტარიზაციის დროს, პროცესში აქტიური ჩართულობა;
** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება , მითვლა და სავაჭრო სივრცეში განთავსება;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი;
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს:

** გამოგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@europroduct.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი ბაკურიანში".
** ან დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 591641357.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ უფლებამოსილებას: საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |