www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება: არსებული და პოტენციური კლიენტების შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა; პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და დახმარების გაწევა; საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება;
** თითოეული ზარის მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** ქოლ-ცენტრის შეუფერხებლად/გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ტიპის პრობლემის შესახებ უფროსის ოპერატიულად ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); მოქალაქეთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** ორგანიზებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: საწყისი 500 ლარი (ხელზე) + ბონუსი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 02.08.2021წ. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Call Center Operator".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |