www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი, მიმტანი
მომწოდებელი: მაქსიმალ კოსმეტიკი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 16 აგვისტო

შპს "მაქსიმალ კოსმეტიკი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის და მიმტანის (ე.წ. "დასტავკის") ერთდროულად შემსრულებლის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიას ესაჭიროება ენერგიული ახალგაზრდა მამაკაცი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;
** ასაკი: 22-დან 35 წლამდე;
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.

აუცილებელი პიროვნული და პროფესიული თვისებები:

** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** დახვეწილი მეტყველება;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, რაც გამოიხატება არსებულ და მომავალ კლიენტებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, აგრეთვე კონფლიქტური სიტუაციების სწრაფი მოგვარების და გადალახვის უნარი.
** ავტომანქანის მართვის საფუძვლიანი ცოდნა, კომპანიის ავტომანქანის ტექნიკური მხარის მუდმივი კონტროლი, სისუფთავის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გადაადგილება;
** სალარო აპარატთან მუშაობა; (ცოდნა უპირატესობაა, თუმცა არა აუცილებლობა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** საწყობში დისტრიბუტორების მიერ შეკვეთილი პროდუქციის შეგროვება-გამზადება;
** საწყობში სასაქონლო ნაშთების მუდმივი კონტროლი
** საწყობში სისუფთავის და წესრიგის მუდმივი კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ოფისში.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი
დასვენების დღე: შაბათი, კვირა
ხელფასი: 800 ლარი

სამუშაო განაკვეთი: სრული
მხარდაჭერა: კომპანია უზრუნველყოფს ავტომანქანით, ულიმიტო ტელეფონით
სამუშაო არეალი: თბილისი და მისი შემოგარენი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით (აუცილებელია) ელექტრონულ მისამართზე: maximalcosmetics@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 16 აგვისტო, 2021წ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |