www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Angular დეველოპერი - TBC.ge
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

თიბისი ბანკის ეჯაილ გუნდში ვეძებთ ფრონტენდ დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის სტრატეგიას TBC Front-End-ის განვითარების ნაწილში. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული ფრონტენდ დეველოპერი, გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:

გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ახალი და ინოვაციური საბანკო აპლიკაციების შექმნაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შენ დაგევალება:

** ეჯაილ გუნდთან ერთად ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში მონაწილეობა;
** ამოცანის შესაბამისი ფრონტენდ აპლიკაციის შექმნა ან არსებულში ცვლილებების შეტანა;
** აპლიკაციების ოპტიმიზაცია, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
** UI/UX შემუშავებაში მონაწილეობა;
** გუნდის საერთო რესურსების, UI კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში მონაწილეობა.

უნდა გქონდეს:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აპლიკაციების დეველოპმენტში;
** Angular ფრეიმვორკის და Typescript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** JavaScript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** HTML, CSS ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** სორს კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Git, SVN);
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა;
** ინიციატივიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სასურველია:

** CSS პრეპროცესორებთან მუშაობის გამოცდილება (Sass, LESS);
** ვებ კომპონენტების დეველოპმენტის გამოცდილება (Angular Elements);
** Unit ტესტების წერის გამოცდილება;
** HTML markup-ის აწყობის გამოცდილება.

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: Techvacancy@Tbcbank.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Angular დეველოპერი - TBC.ge".

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/6027



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |