www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე.

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე როგორც ბრენდი, წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით. კონტეინერი ორიენტირებულია სწრაფ განვითარებასა და სავაჭრო ნიშნის პოპულარიზაციაზე, რაც ძირითადად განპირობებულია სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციის წარმოდგენით.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული.
** ანაზღაურება: ფიქსირებული; (კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განლაგებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
** პროდუქტზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფას მაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება;
** ფილიალში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება აქციისა და ფასდაკლების შესახებ;
** გაყიდვების გაზრდის კუთხით საჭიროებისამებრ უშუალო კონტაქტი მომხმარებლებთან.
** დარბაზში განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი უხარისხო, წუნდებული პროდუქციის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** პროდუქციის დახლებზე გამოტანის უზრუნველყოფა;
** ფილიალში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის მენეჯერის არ ყოფნის დროს, მაღაზიის პერსონალის მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ჩაცმულობისა და იერსახის კონტროლი კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, მარკეტინგის, ან შესაბამისი სფეროს მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილების ქონა;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა; (მინიმუმ B2 დონე)
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლიდერის უნარ-ჩვევები;
** გუნდის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებულ ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ პროფესიული ზრდის პერსპექტივა და ასევე სხვადასხვა ტიპის ბენეფიტები.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 2 ეტაპს:

რეზიუმეების გადარჩევა; ინდივიდუალური გასაუბრება.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |