www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქვის მჭრელი
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ბუნებრივი ქვებისა და სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 შოურუმით თბილისსა და რეგიონებში.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიებს ქვის მჭრელის პოზიციაზე თბილისში.

ვაკანსიების რაოდენობა: 3
ლოკაცია: თბილისი, გურამიშვილის 188დ
სამუშაო საათები: 09:30-დან 18:30 საათამდე;
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე;

აუცილებელი მოთხოვნები: სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |