www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო პორტფელის მართვის ექსპერტი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პორტფელის მართვის ექსპერტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC6095
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილოს სერვის-ცენტრი #1
მოქმედების ვადა: 31.07.2021
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
საკრედიტო პორტფელის მართვის ექსპერტის პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. გარდა ამისა, პოზიცია ითვალისწინებს პოტენციური მომხმარებლების მოძიებას, რაც ბაზრის კარგად ათვისების საშუალებას იძლევა.

შენ, როგორც საკრედიტო პორტფელის მართვის ექსპერტი:

** მონიტორინგის პროცედურის თანახმად უზრუნველყოფ პორტფელის ხარისხის კონტროლს;
** გადაამოწმებ მიზნობრიობას, აწარმოებ ადმინისტრაციული ვალების მონიტორინგს;
** იმუშავებ ვადაგადაცილებულ სესხებზე;
** იმუშავებ პორტფელში გამოვლენილ პრობლემურ კლიენტებთან სტანდარტის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში მოახდენ სესხის რესტრუქტურიზებას;
** გამოავლენ პორტფელში არსებული მსესხებლების საჭიროებებს და გადაამისამართებ შესაბამის ექსპერტთან;
** იზრუნებ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე;

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

** ფიქრობ, რომ გაქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
** გაქვს გუნდის მართვის და კონფლიქტის მართვის უნარი
** ხარ პასუხისმგებლიანი
** გაქვს ლოგიკური აზროვნება
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი

საჭირო კვალიფიკაცია:

** მინი/მიკო ბიზნეს ექსპერტის პოზიციაზე მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** Microsoft Office-ის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/6095



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |