www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: BhargavaPhyoLab
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

ფარმაცევტული კომპანია "BhargavaPhytoLab" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** განვითარებაზე ორიენტირება.

მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან
** ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა
** საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტლური ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი.

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა
** სრული სამუშაო განაკვეთი: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
** საწყისი ანაზღაურება: საწყისი ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი (გამოცდილების გათვალისწინებით), შედეგის შესაბამისად ბონუსები.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bhargavaphytolabge@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |