www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული ანალიტიკოსი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას კომერციული ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება ყოველთვიურ, კვარტლურ და წლის ჭრილში;
** გაყიდვებისა ანალიტიკა;
** მონაცემების ანალიზი კატეგორიების ჭრილში;
** პოზიციების მომგებიანობის ანალიზი;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** სპეციფიური ანალიზის მოდელებისა და ანგარიშების შექმნა და წარმოება;
** კომერციული ანალიზის საფუძველზე გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების პროგნოზირება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების პროფილით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Excel სავალდებულოა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (1С ERP იქნება უპირატესობა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კომერციული ანალიტიკოსი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

ერთად უკეთესია!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |