www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 24 აგვისტო

სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: პასუხისმგებელია ხარისხიანი საკვების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დააცხოს პურ-პროდუქტები და სხვა შეკვეთები არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** დაემორჩილოს სტანდარტებს და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** უზრუნველყოს საცხობის დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავე ნებისმიერ;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** დაამყაროს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებთან;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 24 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |