www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რუსულენოვანი კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: servisebi.ge
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

‌Servisebi.ge აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დისტანციური
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

სამუშაოს მოკლე აღწერა და ძირითადი მოვალეობები:

** ვებგვერდის რუსულენოვანი კონტენტის შექმნა და მისი შინაარსობრივი, ტექნიკური მართვის უზრუნველყოფა;
** რუსულენოვან მომხმარებელთან კომუნიკაცია ყველა შესაძლო არხით;
** ვებგვერდის კონტენტის ხარისხის კონტროლი;
** ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია და მათი პირადი გვერდის მართვა;
** კომპანიაში არსებული სერვისების ცოდნა და კომუნიკაციის ეფექტური წარმართვა;
** პოტენციური და არსებული მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და მათზე მორგებული კონტენტის შექმნა;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** კომპანიასთან ერთად მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით საქმიანობის დაგეგმვა და დასახული ამოცანების შესრულება;

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელსაც:

** შეუძლია ეფექტური და გამართული მეტყველებითი და წერითი კომუნიკაცია რუსულ ენაზე;
** შეუძლია კონტენტის შექმნა რუსულ ენაზე;
** შეუძლია ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად, ეფექტურად ჩამოყალიბება და განთავსება;
** აქვს საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება და დასახული მიზნების შესრულება;
** აქვს კონტენტთან მუშაობის, მომხმარებელთან კომუნიკაციის სფეროში გამოცდილება ან აქვს მიღებული განათლება ამ, ან მომიჯნავე მიმართულებით.

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილგანწყობა არის გადამწყვეტი დამსაქმებლისთვის.

კომპანიაში დაგხვდებათ:

** თავისუფალი, არასტრესული და მეგობრული გარემო;
** განვითარების მუდმივი შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@servisebi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქართულად "რუსულენოვანი კონტენტ მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |