www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-CTH აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი წარმოადგენს საერთაშორისო ტურ-ოპერატორს საქართველოში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა.
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში.
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება.
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვა; (ინვენტარიზაციაში ჩართულობა)
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება.
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით.
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭებათ ACCA სერთიფიკატის მქონე პირებს.
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა "ბალანს" -ში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა.
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს.
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
** გუნდური მუშაობა
** დაგეგმვა და ორგანიზება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: nata.dolidze@cth.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |