www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: დანკინ`
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"დანკინ`" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, სრული განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
სამუშაო საათები: 9:00-დან 18:00-მდე, ერთი საათი შესვენება

მოვალეობები:

** პირველადი საბუთების (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურა, სხვ.) გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის აღრიცხვა;
** ობიექტებისგან წარმოებული პროდუქციაზე შეკვეთების მიღება
** პროდუქციის მიღების, გაცემის, გადაადგილების, ჩამოწერის და სხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამულად ასახვა;
** პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია;
** გეგმიური ინვენტარიზაცია;
** ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** აპექსში მუშაობის გამოცდილება;
** შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საშუალო/პროფესიული განათლება (სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);

უნარები:

** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.

ვაკანსიის სანახავად მიყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list
დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@dd.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 აგვისტო 2021 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |