www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბლოკ ოფერეითინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

"Block Energy BLC"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, შპს "ბლოკ ოფერეითინგ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

შპს "ბლოკ ოფერეითინგ კომპანი" აწარმოებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციებს. დღეს დღეობით კომპანია ფლობს 5 სალიცენზიო ბლოკს, რომლებზეც მიმდინარეობს საოპერაციო სამუშაოები (დასავლეთ რუსთავი, ნორიო, საცხენისი, კრწანისი, თელეთი ტერიტორიებზე). კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი. Block Energy BLC ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს აქციებით.
შპს "ბლოკ ოფერეითინგ კომპანი" გთავაზობთ მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, პიროვნულ და პროფესიულ ზრდას, გუნდურობას და მხარდაჭერას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. N9.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაოს ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. ანაზღაურებასთან ერთად დასაქმებულს ექნება დამატებითი კორპორატიული ბენეფიტები.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამა ORIS-ში ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება, ინფორმაციის შეყვანა, დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტაციის, როგორიცაა ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება, საჭიროების მიხედვით მომზადება;
** ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** ყოველთვიური საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური, ფინანსური და/ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია - ნავთობისა და გაზის ან სამშენებლო აღრიცხვის ზოგადი ცოდნა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების MS Office ძალიან კარგი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე ჩაითვლება უპირატესად;
** ACCA-ის 3-ზე მეტი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესად.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართული სიტყვიერი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგზე ორიენტირებულობა და დედლაინებისადმი ორგანიზებული მიდგომა;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eka.glurjidze@boc.ge 2021 წლის 24 სექტემბრამდე. ასევე გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის მონაცემები არ განიხილება.

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა დაინტერესებული კანდიდატისთვის მიუხედავად მათი რასის, კანის ფერის, ენის, ეროვნების, წარმოშობის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, ოჯახური მდგომარეობის და პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და მოწოდებულ მონაცემებს შორის თანხვედრის არ არსებობის შემთხვევაში, მაგრამ კომპანია იტოვებს უფლებას, რომ მონაცემები დაარეზერვოს სხვა, უფრო შესაბამისი ვაკანსიისათვის.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |