www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

კომპანია "4Hospitals" - სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე:

სამუშაოს აღწერილობა:

** მენეჯმენტის, ფინანსური ინსტიტუტებისა და სხვა შესაბამისი მხარეებისათვის პერიოდული საერთაშორისო IFRS-ანგარიშებისა და მენეჯმენტ რეპორტების მომზადება კომპანიის ფინანსურ საქმიანობასა და გეგმებთან დაკავშირებით;
** ფინანსური მოდელების, პრო-ფორმა ფინანსური ანგარიშებისა და ბიუჯეტების მომზადება;
** ლიკვიდურობის, თაღლითობისა და საკრედიტო რისკების კონტროლი და მართვა;
** ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
** მარაგების ბრუნვადობის ანალიზი და კონტროლი;
** საქონლის თვითღირებულებისა და გასაყიდი ფასების ანალიზი და კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების კონტროლი;
** ბიუჯეტირებასა და რეალურ შესრულებას შორის სხვაობის მონიტორინგი და ანალიზი;
** ბუღალტრული ჩანაწერების, ფინანსური და სხვა ანგარიშების მომზადება, შემოწმება და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სრულყოფილად ცოდნა;
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯმენტის, რეპორტინგის, ანალიზის ან აუდიტის მიმართულებით;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@4hs.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |