www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 17 სექტემბერი

ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ეძებს გუნდის ახალ წევრებს სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International)-ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

პოზიციაზე ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობებია:

** სავაჭრო და მომსახურე ობიექტების სატელეფონო მომსახურება და კონსულტირება პოს-ტერმინალების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
** პრობლემური საკითხის დროული განსაზღვრა და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
** საბარათე ავტორიზაციების, ბანკომატების და სხვადასხვა სისტემების მონიტორინგი მათი სტაბილურობისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
** სამუშაო განრიგი - წინასწარ განსაზღვრული ცვლების შესაბამისად.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** "Microsoft"-ის პროდუქტების ცოდნა (MS Office, MS Windows);
** ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** ინფორმაციის სწორად გადაცემა, ინიციატივა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge 2021 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

2021 წლის 24 სექტემბრამდე კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისი რეზიუმეც მეტად შესაბამისია მოთხოვნებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |