www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"მულტი" არის "ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია, რომელიც წარმოადგენს პირველ მულტიფუნქციურ სივრცეს საქართველოში და აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 18:00 სთ.
მისამართი: თბილისი, თ.იოსებიძის 49

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი ახალი კომერციული შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი განხორციელება ბიზნესის სტიმულირების მიზნით;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი დეტალიზებული კომერციული შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით;
** გამოვლენილი ბიზნეს-შესაძლებლობების მიხედვით ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება და მისი შესრულების კონტროლი დირექტორთან თანამშრომლობით;
** კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** პროდუქციის გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბება ბაზრის სტრატეგიების და კონკურენტების აქტივობების გათვალისწინებით;
** არსებული ხელშეკრულებების მუდმივი გადახედვა და რეკომენდაციების შემუშავება;
** ფინანსური მიზნებისა და ბიუჯეტის შემუშავება/მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** საქართველოში არსებული სიტუაციის, მოთხოვნა - მიწოდების მდგომარეობის შესწავლა.
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირება და შესრულების კონტროლი; მათ პროფესიულ განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** განათლება - უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** გამოცდილება - მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კომერციული მიმართულებით, ამასთან 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნა;
** კომერციული საქმიანობის ცოდნა სტრატეგიული მოწყობის კუთხით;
** მოლაპარაკებებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.
** კომპიუტერული პროგრამები: MS office; Outlook.

პიროვნული მახასიათებლები:

** ინოვაციური;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების და დროის სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@multimarket.ge 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და დასახელებაში მიუთითოთ - "კომერციული მენეჯერი".

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მულტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ერთი წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |