www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები-რეგისტრატორი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium"), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს.

იგი აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 48 საათი
გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
** საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ბარათის შევსება და სტუმრების ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** გასაღებების გაცემა უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად;
** საჭიროებისამებრ, ოთახების განაწილება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად;
** სტუმრებისა და/ან პოტენციური სტუმრებისათვის, ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს, ადგილობრივი ღირშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და ა.შ. შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის განხრით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (უპირატესია);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - Opera

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე HA1L2-hr@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |